COVID-19
შიდა ქართლში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 13 მარტი
ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 240 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 268 004-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 643 პირი ემსხვერპლა.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 58, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 16, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 048, საიდანაც: 1 316 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 670, აჭარაში - 135, იმერეთში - 254. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 262 პირი, მათ შორის, თბილისში - 113, აჭარაში - 19, იმერეთში - 77.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 74 პირი, მათგან თბილისში - 52, აჭარაში- 4, იმერეთში - 6. 131 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 100 - თბილისში, 29 - აჭარაში. 1 601 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 247 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 136, ხოლო აჭარაში - 14.

სულ 6 ოქტომბრიდან - 12 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 609 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 618 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 613 პირი, აჭარაში - 499, იმერეთში - 702.
Print

სტატიის გამოყენების პირობები