ახალი ამბები
ზემო ნიქოზში კოვიდ ინფექციებისა და დეზინფორმაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზემო ნიქოზში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, კოვიდ ინფექციასა და დეზინფორმაციის საკითხების შესახებ, შეხვედრა გაიმართა.

ცნობიერების ამაღლების კამპანიაში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს. ხოლო შეხვედრას გორის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი, გიორგი ცერაძე ხელმძღვანელობდა.

მისი თქმით, კამპანია პროექტის ,,ჯანმრთელი ახალგაზრდა ელჩების'' ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანი კი სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა.

"ჯანმრთელობის ახალგაზრდა ელჩები" გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება. აქტივობა დაიგეგმა პროგრამა „ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ PITA-ს ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში - "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი".

Print

სტატიის გამოყენების პირობები