ახალი ამბები
10 დღეში გორში ,,ასტრაზენეკას'' ვაქცინით 199 ადამიანი აიცრა
გორის მუნიციპალიტეტში კორონავისურის ვაქცინით 119 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს.

ჯამში, გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა, 15 მარტს, ასტრაზენეკას 1200 დოზა ვაქცინა მიიღო. რეგიონში სულ 2600 დოზაა განაწილებული.

პარალელურად, მერიასთან არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სკოლებისა და საბავშვო ბაღების პერსონალის გეგმიურ ტესტირებას ატარებს.

გორის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 7 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 პირი.

24 საათში მუნიციპალიტეტში ჩატარდა 255 კვლევა, მათ შორის 201 ანტიგენის, ხოლო 54 PCR ტესტით.

ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 116, საიდანაც სავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს 33 მოქალქე. იზოლაციაში იმყოფება 205 პირი.

რაც შეეხება ვაქცინას, 25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა ხელმისაწვდომი გახდა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც, რომელთაც აქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერის" ვაქცინებს შორის.

გორში ვაქცინაცია მხოლოდ ჰოსპიტალში ტარდება. ,,ფაიზერის'' ვაქცინა კი, ამ ეტაპზე გორისთვის არ იყო გათვალისწინებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები