ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 31 მარტი
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 319 შემთხვევა, აჭარა - 50, იმერეთი - 58, ქვემო ქართლი - 17, შიდა ქართლი - 35, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 790, საიდანაც: 1 674 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 792, აჭარაში - 221, იმერეთში - 277. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 331 პირი, მათ შორის, თბილისში - 146, აჭარაში - 38, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 65 პირი, მათგან თბილისში - 44, აჭარაში - 2, იმერეთში - 7. 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 193 - თბილისში, 59 - აჭარაში. 2 855 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 270 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 159, ხოლო აჭარაში - 16.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 268 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 273 167-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 778 პირი ემსხვერპლა.

სულ 6 ოქტომბრიდან - 30 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 905 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 598 პირი, აჭარაში - 1 095, იმერეთში - 1079.
Print

სტატიის გამოყენების პირობები