ახალი ამბები
,,დავაშავე, გავისეირნე უბრალოდ'' - შერჩევითი სამართალი გორში
გორში, კომენდანტის საათის დროს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი დააჯარიმეს. მძღოლის თქმით, სახლში გაჩერება ვერ შეძლო, თუმცა აღიარებს, რომ კანონი დაარღვია.

,,რა ვუყო, სეირნობა მომინდა, დავაშავე კი, '' - გვითხრა მან. ქალაქში მანქანის მოძრაობა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა შეამჩნიეს, შემდეგ კი, საქმე განსახილველად საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გადასცეს.

მძღოლის მანქანა საჯარიმო გადაიყვანეს.

კრიმინალურ და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს არ შეუმჩნევია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ნასვამი თანამშრომლები. 3 დღის წინ, შაბატს, მერიის 3 თანამშრომელი, კომენდანტის საათის დროს, ,,გალფის'' მაღაზიაში მივიდნენ და 10 ბოთლი შამპანური იყიდეს.

ჩვენს კითხვაზე, რატომ სარგებლობდნენ მერიის კუთვნილი მანქანით, პასუხი მივიღეთ, რომ მთავარია მძღოლი ფხიზელი იყო. მერიის თანამშრომლების ვიზიტი მაღაზიაში სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები