ახალი ამბები
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 55 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვისაც
მედპერსონალთან ერთად, ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 55 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვისაც. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მათგანს  „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ.

ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 24 სტაციონარული დაწესებულება.

ფაიზერით აცრა კი 6 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს:

- თბილისი: ბოკერიას სახ. რეფერალური ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა.
- ბათუმი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.
- ქუთაისი: ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები