ახალი ამბები
სამთავისში, ქვემო ჭალასა და იგოეთში COVID-19-ის პრევენციის მიზნით ეპიდემიოლოგები მუშაობენ
კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, 25 მარტის შემდეგ,3 სოფელში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 91-მდე გაიზარდა. თუმცა, შსს-ს ცნობით, დილით 81-ი იყო.

ამის გამო, დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები თერმოსკრინინს ატარებენ:

,,სოფელ ქვემო ჭალაში აქტიურად მიმდინარეობს მონიტორინგი კარდაკარის პრინციპით. თუ ვინმეს აქვს კორონა ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები, ან კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან, ვთხოვ დამიკავშირდეს, ან დაუკავშირდნენ ამბულატორიას! ადგილობრივად მოხდება ტესტირება. ყველაფერი მალე ჩაივლის, თუ პასუხისმგებლობას გამოვიჩენთ!  სოფელი ჩაკეტილი არ არის, მხოლოდ მიმდინარეობს თერმოსკრინინგი!'' - აცხადებს ქვემო ჭალის თემის წარმომადგენელი, მარეხ ყამბეგაშვილი.



შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში დღეიდან საკონტროლო პუნქტები მოაწყო. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული სოფლების ტერიტორიაზე შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ტესტირება.

"შიდა ქართლის რეგიონის სამ სოფელსა და კასპის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან 30 შიდა ქართლიდან არის. ამ სამ სოფელში 6 დღეში კორონავირუსი 81 პირს დაუდასტურდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა ლევან ბაიდოშვილმა მიაწოდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები