COVID-19
ქვემო ჭალასა და სამთავისში კოვიდინფიცრებულთა საერთო რაოდენობამ 108-ს მიაღწია
კასპის მუნიციპალიტეტის მხოლოდ ორ სოფელში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 108-ს მიაღწია.

ქვემო ჭალაში მერის წარმომადგენლის, მარეხ ყამბეგაშვილოს თქმით, წუხანდელი მონაცემებით, ეს რიცხვი სამთავისისა და ქვემო ჭალაში, 25 მარტიდან დღემდე არსებულ რეალობას ასახავს.

,,აქედან მხოლოდ 30 მკურნალობს სამედიცინო დაწესებულებაში" - წერს სოციალურ ქსელში მარეხ ყამბეგაშვილი.

კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიურ კვლევას აწარმოებენ.
რაც შეეხება იგოეთს, გუშინდელი მონაცემებით, მისი ჩათვლით, ამ სამ სოფელში 91 დადასტურებული შემთხვევა იყო გამოვლენილი.

,,ინფიცირებულები არიან სამთავისის ეკლესიის წევრები და მათი მრევლიც, ჯამში 19 ადამიანი"- წერს მარეხ ყამბეგაშვილი.

ამავე, სოფლების მეზობლად მდებარე სოფელ გამდლისწყაროშიც , ადგილობრივის ცნობით, სამი ადამიანია დაინფიცირებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები