ახალი ამბები
საფლავებზე დაუშვებელია ,,სუფრული შეკრებების'' გამართვა
სააღდგომო დღესასწაულებზე  სუფრული შეკრებების გამართვა საფლავებზე აკრძალული იქნება, თუმცა მოქალაქეებს მისვლა შეეძლებათ.

ამ საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციას სამხრეთის კარიბჭე დაუკავშირდა. 

"კათოლიკური, სომხური სამოციქულო და ევანგელურ–ლუთერული ეკლესიების მრევლისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასაფლაოებზე გასვლის შეზღუდვა არ იგეგმება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდევების თანახმად, აკრძალულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებაზე 10–ზე მეტი ადამინის შეკრება. შესაბამისად, დაუშვებელია სასაფლაოებზე 10–ზე მეტი ადამიანის თავშეყრა და ე.წ "სუფრული შეკრების" გამართვა,"– განაცხადეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.

წელს, კათოლიკური, სომხური სამოციქულო და ევანგელურ–ლუთერული ეკლესია აღდგომას 4 აპრილს აღნიშნავს.  მართლმადიდებლური სამყარო კი, - 2 მაისს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები