ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 5 აპრილი
შიდა ქართლში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გამოჯანმრთელდა 33 პაციენტი.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა -1116, მათ შორის - 268 პაციენტი მკურნალობს სახლში.

თვითიზოლაციიდან მოიხსნა -23 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 540 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 228 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 111 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 19, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 17, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 189, საიდანაც: 1 876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 879, აჭარაში - 293, იმერეთში - 303. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 364 პირი, მათ შორის, თბილისში - 165, აჭარაში - 45, იმერეთში -77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 69 პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში - 3, იმერეთში - 6. 218 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 128 - თბილისში, 85 - აჭარაში. 3 095 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 219 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 98, ხოლო აჭარაში - 10.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 425 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 275 024-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 822 პირი ემსხვერპლა

სულ 6 ოქტომბრიდან - 4 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 003 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 688 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 125 პირი, აჭარაში - 1 226, იმერეთში - 1 012.
Print

სტატიის გამოყენების პირობები