ახალი ამბები
კასპის ,,წითელ ზონაში'' ბოლო 24 საათში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა დადასტურდა
კასპის ,,წითელ ზონაში'' შემავალ სოფლებში ბოლო 24 საათში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.

საუბარი ეხება ქვემო ჭალის, სამთავისისა და იგოეთის დასახლებებს, სადაც 25 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით, კორონავირუსის 100-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

მიუხედავად ამისა, საპოლიციო კონტროლი გრძელდება. ეპიდემიოლოგები კი ყველა საეჭვო შემთხვევას სწავლობენ.

ჯანდაცვის ცენტრისა და მერის წარმომადგენლებმა მოსახლეობის უმრავლესობას თერმოსკრინინგი ჩაუტარეს.

ბოლო 24 საათში კი რეგიონში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 33 პაციენტი
Print

სტატიის გამოყენების პირობები