ახალი ამბები
ხაშურში ერთი რეპეტიტორის კლასტერმა 4 სხვადასხვა სკოლაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე შექმნა
ხაშურში რეპეტიტორის კლასტერი გაჩნდა. ინფიცირებულია ერთი მოსწავლე, რომელთან ერთადაც, რეპეტიტორთან 4 სხვადასხვა სკოლის მოსწავლე დადის.

ხაშურის რესურსცენტრის უფროსი მოუწოდებს პედაგოგებს სახლშიც დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები:

,,რასაც საქმიანობთ, ეს თქვენი შრომის, დაღლის და ჯაფის ფასია და ვერავინ ვერასდროს დაგაყვედრით. თქვენი ნებაა გასწიოთ მომსახურება და დარწმუნებული ვარ, ყველა საკუთარი ნებით ემზადება თქვენთან, მაგრამ ცოვიდ-ის წინააღმდეგ სახლშიც დაიცავით რეკომენდაციები, გთხოვთ. (პირბადე, დისტანცია, ოთახის განიავება.) ერთი რეპეტიტორის კლასტერით, 4 სხვადახვა სკოლაში გააჩნდა ინფექციის კერა.'' - აცხადებს რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე.

დღევანდელი მონაცემებით შიდა ქართლის რეგიონში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ჯამში რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა -1092, მათ შორის - 283 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში.

თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა - 539 ადამიანი. გამოჯანმრთელდა-46 ადამიანი. თვითიზოლაციიდან მოიხსნა -18 ადამიანი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები