ახალი ამბები
კასპში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში კასპის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, ეს მონაცემები არ მოიცავს მხოლოდ ე.წ. წითელი ზონის სოფლებს: ქვემო ჭალას, სამთავისსა და იგოეთს, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტში გამოვლენილ შემთხვევებს.

როგორც კასპის საზოპგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აღნიშნულ სოფლებში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა. 

,,წითელი ზონის'' სოფლებში 5 აპრილს 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 6 აპრილს არც ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება წინა დღეებს, 25 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, სამთავისსა და ქვემო ჭალაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 108-ს მიაღწია. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი სამთავისის ეკლესიის სასულიერო პირებისგან და მრევლისგან (სულ 19 პირი) გავრცელდა.

7 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 39 პაციენტი.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, თვითიზოლაცია 24 ადამიანს მოეხსნა.

ჯამში რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა -1087-ს აღწევს, მათ შორის - 298 პაციენტი მკურნალობს სახლში.

თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა - 530 ადამიანი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები