RSS
შიდა ქართლში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 10 აპრილი
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 506 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 240 შემთხვევა, აჭარა - 76, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 13, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 66, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 083, საიდანაც: 2 190 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 074, აჭარაში - 331, იმერეთში - 334. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 370 პირი, მათ შორის, თბილისში - 186, აჭარაში - 38, იმერეთში -68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი, მათგან თბილისში - 48, აჭარაში - 4, იმერეთში - 9. 301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 179 - თბილისში, 117 - აჭარაში. 4 592 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 198 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 86, ხოლო აჭარაში - 36.სულ 6 ოქტომბრიდან - 9 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 141 პირი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 869 პირი ემსხვერპლა. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 900 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 581 პირი, აჭარაში - 1 865, იმერეთში - 967.
Print

სტატიის გამოყენების პირობები