ახალი ამბები
გორის მე-3 საჯარო სკოლა კორონავირუსის გავრცელების გამო დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
გორის მე-3 საჯარო სკოლა, კორონავირუსის გავრცელების გამო, დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ავრცელებს.

მისი ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით, ასევე, გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მიიღეს.

გორის მესამე სკოლა დისტანციურ რეჟიმზე დღეიდან გადავიდა და ამ რეჟიმით მუშაობას 26 აპრილის ჩათვლით, გააგრძელებს. დაინფიცირებულია დედა-შვილი, მოსწავლე და მასწავლებელი. კონტაქტები კი, საკმაოდ ვრცელი.

რაც შეეხება სხვა სკოლებს, დღევანდელი მდგომარეობით, გორის მერვე და ბერშუეთის სკოლაში, დისტანციურ რეჟიმზე, მხოლოდ ცალკეული კლასებია გადასული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები