სამოქალაქო აქტივიზმის თემაზე კონკურსი გამოცხადდა
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს მაქსიმუმ 4 წუთიანი, მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოების კონკურსს.

კონკურსის თემაა სამოქალაქო აქტივიზმი და მაში მონაწილეობა ასაკის შეუძღუდავად საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ აღნიშნულ თემაზე ვიდეო გადაიღონ უბანში, თემში, სოფელში თუ ქალაქში.

კონკურსის მეშვეობით გამოვლინდება სამი საუკეთესო ვიდეოს ავტორი და გადაეცემათ ფულადი პრიზები.

მონაწილეებმა ვიდეოები უნდა გააგზავნონ 2020 წლის 10 თებერვლამდე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები