18 სექტემბერი: კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3
119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 13 გაიზარდა და 1 435-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები