საქართველოში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა
ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 470 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო
დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 60 680 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 45 042 გამოჯანმრთელდა, 499 კი გარდაიცვალა.
სტაციონარში მეთვალყურეობას 4 780 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი
იმყოფება 2 879 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
სტატიის გამოყენების პირობები