ახალი წიგნი - ,,ცხინვალი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში"
,,ამ ხეობის (კეხვი) ოსები და ქართველები მშვიდობიანად ცხოვრობენ, მხოლოდ კეხვს ზევით ოსებში ამ ზაფხულს დიდი ყაჩაღობა იყო. 60 კაცამდე შემდგარი მძარცვავ-ქურდების თარეში მხნედ მოქმედებდა. ღამით ქურდობით და დღისით მგზავრებზე დაცემით. იყო მაგალითები მთელი ოჯახის ამოწყვეტისაც. კავკავისკენ მიმავალი მგზავრები ვეღარ ბედავდნენ სავაჭროდ წასვლას ყაჩაღობისშიშით. გაჭირვებულმა ოსებმა მოილაპარაკეს, ამოარჩიეს მარჯვე ბიჭები, აასხეს იარაღი და დევნა დაუწყეს ყაჩაღებს. რამდენიმე მოჰკლეს და ბევრი დაატუსაღეს. ამ ჟამ კი ძალიან მვიდობაა." (გაზეთი ,,საქართველო" 1919 წ)"

ეს არის ამონარიდი წიგნიდან, რომელიც გორის უნივერსიტეტის პრორექტორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა დაწერა. წიგნის ,,ცხინვალი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში - 1918-1921 წლებში"  - პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში გაიმართება.რედაქტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე.

ნაშრომი ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს.

,,ყურადღება გამახვილებულია 1918 – 1921 წლების საქართველოს ცენტრალურ პრესაში გამოქვეყნებულ იმ მასალებზე, რომლებიც ასახავს ამ პერიოდის ცხინვალის საგანმანათლებლო, ეკონომიკურ, სამხედრო და რელიგიურ მდგომარეობას. ქართულ - ოსური ეთნიკური დაპირისპირების სოციალურ - პოლიტიკური ორიენტირების ჩვენება გადაწყვეტილია ისეთი თემების გაშლით, როგორებიცაა: კონფლიქტის მოკლე ისტორია, დამოუკიდებლობის რუბიკონთან, მითები ოსთა გენოციდის შესახებ, დემოკრატიული ღირებულებებისკენ სწრაფვა და ოსთა აჯანყებების გაკვეთილები. " - წერს ავტორი.

,,ტექსტზე მუშაობისას გამოყენებულია, საკითხთან დაკავშირებული, არაერთი უცნობი მასალა, რაც უფრო თვალსაჩინოს ხდის წარმოდგენილ საკითხს. იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით ცხინვალი შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილია, ნაშრომი კიდევ უფრო საინტერესო და აქტუალური ხდება." - აღნიშნულია წინასიტყვაობაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები