ყობში ბოსიკოვების ოჯახს საოჯახო ტექნიკა გაუგზავნეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში მცხოვრებ ერთადერთ ოჯახს სარეცხის მანქანა, ტელევიზორი და გაზქურა ნიკა რურუას სახელობის ფონდის წარმომადგენელმა ანა ჭარხალაშვილმა ჩაუტანა, თუმცა უგზოობის გამო „გჯეროდეს საქართველოს“ წევრები ყობამდე ვერ მივიდნენ, რის გამოც ტექნიკა სოფელ წაღვლში ბოსიკოვების ნათესავებთან დატოვეს.

„გზა აშრება თუ არა ტექნიკას ბოსიკოვებთან მიიტანენ. წაღვლამდე მივედით, თუმცა ტალახის გამო ყობში ვერ ჩავედით და საჩუქარი პირადად ვერ გადავეცით ბოსიკოვებს“- უთხრა Qartli.ge-ს ანა ჭარხალაშვილმა.

ყობში გენადი ბოსიკოვი მეუღლესთან, სვეტლანა თიგიშვილთან ერთად მარტო ცხოვრობს. სოფელს ჩრდილოეთიდან ოკუპირებულ წნელისი ესაზღვრება, სამხრეთიდან კი წაღვლი.

ყობს 2001 წლის შემდეგ ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, ამასთან დაკავშირებით Qartli.ge-მ რეპორტაჟი 3 კვირის წინ მოამზადა, რის შემდეგაც იქ USAID-ის წარმოამდგენლები მივიდნენ და მზის ბატარიები დადგეს. ბოსიკოვებმა ნათურა 31 ოქტომბერს აანთეს.

ამავე თემაზე: სოფელი ყობი - ერთადერთი ოჯახით (ფოტო/ვიდეო)
ყობში ბოსიკოვების ოჯახში დენი ჩართეს



Print

სტატიის გამოყენების პირობები