სოფელ ჩორჩანამდე ბეტონის გზა დაიგება
ხაშურის მუნიციპალიტეტმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის ბეტონის გზის საფარის მოწყობის და მოასფალტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა.

სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 1 300 000 ლარია.

Qartli.ge-ს ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს რომ სამუშაოების სავარაუდო დაწყების თარიღად მომავალი წლის გაზაფხული განისაზღვრა.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, სავარაუდო თანხა უკვე ვიცით, თუმცა შესაძლოა ამ კუთხით ცვლილებები იყოს. როდესაც ზუსტად გვეცოდინება თანხის ოდენობა, შემდეგ გაირკვევა რა თანხა გამოიყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რამდენს გამოყოფს ცენტრალური ხელისუფლება. სამუშაოები სავარაუდოდ 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება“- აცხადებს ხაშურის მუნიციპალიტეტის პრეს-სასამხურის უფროსი ნონი სუხიაშვილი.

ჩორჩანას მოსახლეობა სოფლამდე მისასვლელი გზის გაკეთებას დიდი ხანია ითხოვს. ამასთან დაკავშირებით Qartli.ge-მ რეპორტაჟი აგვისტოს თვეში მოამზადა.

სოფელი ჩორჩანა ხაშურიდან 33 კილომეტრში მდებარეობს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში დაახლოებით 30 ოჯახი ცხოვრობს.

ჩორჩანაში ვითარება 2019 წლის აგვისტოს ბოლოს დაიძაბა, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა იქ საგუშაგო მოაწყეს. დე-ფაქტო რეჟიმმა ეს გააპროტესტა და ქართულ მხარეს საგუშაგოს აღება მოთხოვა, რასაც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები არ დათანხმდნენ. ამის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ მძიმე ტექნიკის გადაადგილებ შენიშნეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსდა დამატებითი საგუშაგოც.

ამავე თემაზე: წნელისის კრიზისი


Print

სტატიის გამოყენების პირობები