ზეღდულეთში ოჯახი ძილის დროს გაქურდეს
ზეღდულეთში ცერცვაძეების ოჯახი გაქურდეს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით წაღებულია ძვირფასეულობა და თანხა.

„არ მინდა ამ თემაზე საუბარი, სამსახურში ვარ“- გვითხრა ქეთევან ცერცვაძემ, რომელიც ბერშუეთის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

Qartli.ge ამ საკითხთან დაკავშირებით  სოფელში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს დავით ცერცვაძეს დაუკავშირდა:

„ვიცი რომ გაქურდეს, ისიც ვიცი რომ სავარაუდო ეჭვმიტანილებიც დაკითხეს, თუმცა დაკავებული არავინ არის. ზუსტად, რა წაიღეს, ეგ დეტალები არ ვიცი“-აცხადებს დავით ცერცვაძე.

სოფელში აცხადებენ, რომ ქურდობის დროს სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ სახლში დამაძინებელი აირი გაუშვეს.

შს სამინისტრო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები