დღეს გორში ენვერ ნიჟარაძის პოეზიის საღამო გაიმართება
5 ნოემბერს, კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრში ქართველი პოეტის - ენვერ ნიჟარაძის პოეზიის საღამო გაიმართება.

ენვერ ნიჟარაძის ლექსებზე არაერთი ცნობილი სიმღერაა შექმნილი, რომელსაც ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები ასრულებენ. მათ შორის არის: ,,რა სიმშვიდეა, ქალბატონო’’, რომელსაც მერაბ სეფაშვილი ასრულებს.

ღონისძიების დასაწყისი 15:00-სთ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები