„იძახიან თავში აქვს ნასროლიო“ - ვინ იპოვა 32 წლის გარდაცვლილი მონადირე
32 წლის მონადირე სოფელ ოლოზთან, 60 მეტრიან ხევში გარდაცვლილი საკუთარმა ძმამ იპოვა. ოჯახის ახლობელი აცხადებს, რომ სანადიროდ ახალგაზრდა მამაკაცი ადგილობრივ და გორელ მონადირეებთან ერთად იმყოფებოდა.

„მონადირეებიდან ერთ-ერთი ჩამოვიდა სოფელში და გვითხრა დაიკარგაო. დავიწყეთ ძებნა და საკუთარმა ძმამ იპოვა ხევში. ამბობენ თავში აქვს ნასროლიო, მე არ მინახავს ცხედარი. როცა იპოვეს უკვე გაციებული იყო ცხედარი. ისეთი კარგი ბიჭი იყო, 33 წლის 13 ნოემბერს უნდა გამხდარიყო. დასაქორწილებელი იყო, სულ სამი ძმანი იყვნენ ახლა ორნი დარჩნენ. როგორც მე ვიცი კონფლიქტი არავისთან ქონია,“ - აცხადებს ოჯახის ახლობელი გელა ბედოშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რისი დასკვნის შემდეგაც გახდება ცნობილი თუ რა გახდა 32 წლის მამაკაცის გარადაცვალების მიზეზი.

იხ. ამავე თემაზე: სანადიროდ წასული 32 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები