,,თეთრი ხალათების" აქციას გორელი ექიმებიც უერთდებიან
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭრ ,,თეთრი ხალათების“ აქციას გორში არსებული სამედიცინო დაწესებულებების პერსონალიც შეუერთდება.

ამ ფორმით ექიმერბი კოლეგის პატიმრობას გააპროტესტებენ და საოკუპაციო ძალებს მის დაუყონებლივ გათავისუბლებისკენ მოუწოდებენ.

ცხინვალის იზოლატორში მოთავსებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთას არ აღიარებს. ამის შესახებ ყოფილი პატიმრები ყვებიან, რომლებიც 14 ნოემბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ყოფილმა პატიმრებმა ახალგორის იზოლატორში 3 დღე გაატარეს. ისინი 11 ნოემბერს დააკავეს, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი - 9 ნოემბერს. საქართველოს მოქალაქეები (სულ 4-ნი) ერთმანეთს საპატიმროში შეხვდნენ.

ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით 2-თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.


იხ.ამავე თემაზე:

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს
რამაზ ზადიშვილი: ,,ცხინვალის იზოლატორში გავიცანი ვაჟა გაფრინდაშვილი დიდებული კაცია"
Print

სტატიის გამოყენების პირობები