დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს ჟენევის თანათავმჯდომარეები განიხილავენ
ჟენევის თანათავმჯდომარეები ქართველი ექიმის დაკავებას, ახალგორის იზოლაციისა და საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას განიხილავენ.

შეხვედრა თბილისში გაიმართება, თანათავმჯდომარეები საქართველოს დედაქალაქში უკვე ჩამოფრინდნენ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილის თქმით ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება უახლოეს დღეებში მოხდება. რის საფუძველზე აკეთებს ამ განცხადებას მინისტრი, ციხელაშვილს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

,,თუ ამ პერიოდისათვის ვერ ხდება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, ეს არის აბსოლუტურად უმნიშვნელოვანესი საკითხი. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ახლგორის მიმართულებით გადაადგილების აღდგენა, რადგან მთელი მოსახლეობა არის დღეს სატუსაღოს მდგომარეობაში," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

იხ. ამავე თემაზე:

რამაზ ზადიშვილი: ,,ცხინვალის იზოლატორში გავიცანი ვაჟა გაფრინდაშვილი დიდებული კაცია"

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს
,,თეთრი ხალათების" აქციას გორელი ექიმებიც უერთდებიან
Print

სტატიის გამოყენების პირობები