ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონის დე ფაქტო მთავრობის წევრებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ის პაციენტის მოსანახულებლად მიდიოდა. ცხინვალის იზოლატორში მოთავსებულმა გაფრინდაშვილმა ,,საზღვრის" გადაკვეთას არ აღიარა, რის გამოც 15 ნოემბერს დე-ფაქტო ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები