დე ფაქტო ,,КГБ" განცხადებას ავრცელებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს.

„9 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქემ, თბილისის მკვიდრმა, ვაჟა ჯონდოს ძე გაფრინდაშვილმა დაარღვია სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი, ლენინგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან ახლოს. არსებული მონაცემებით, იგი წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმმა ”, - ნათქვამია დე ფაქტო КГБ-ს განცხადებაში.

შგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

ცხინვალის იზოლატორში მოთავსებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთას არ აღიარებს. ამის შესახებ ყოფილი პატიმრები ყვებიან, რომლებიც 14 ნოემბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

იხ. ამავე თემაზე:

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს

რამაზ ზადიშვილი: ,,ცხინვალის იზოლატორში გავიცანი ვაჟა გაფრინდაშვილი დიდებული კაცია"


Print

სტატიის გამოყენების პირობები