გიორგი გახარია: ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები აქტიურად მოქმედებენ 24 საათის რეჟიმში
საქართველოს პრემიერ მინისტრმა საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის შესახებ ისაუბრა.

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები აქტიურად მოქმედებენ 24 საათის რეჟიმში.

„გაცნობებთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათის რეჟიმში. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც გაგვაჩნია და რა თქმა უნდა, სრულ სინქრონში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში. რა თქმა უნდა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიკურობიდან გამომდინარე ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები და პირველ რიგში, ეს სტანდარტები უნდა გავითვალისწინოთ ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები