გორში ქურდობის მცდელობისთვის შუახნის მამაკაცი დააკავეს
გორში, გარსევანიშვილის ქუჩაზე მშენებარე შენობის სარდაფიდან შუახნის მამაკაცი ელექტროხელსაწყოების მოპარვას ცდილობდა.

წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებული სამშენებლო ხელსაწყოებს - ,,დრელი", ,,შემდუღებელი და ა.შ. მიჰქონდათ. შსს-ს თანამშრომლებმა მამაკაცი ფაქტზე დააკავეს.

Qartli.ge-ს უწყებიდან აცნობეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

 

Print
თეგები: შსს / დაკავება / გორი /

სტატიის გამოყენების პირობები