გორში საქართველოს თასის ფინალი ჩატარდება
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბი ,,საბურთალო’’ თბილისის - ,,ლოკომოტივის’’ დაუპირისპირდება.

საფეხბურთო მატჩი ,,საბურთალოსა" და ,,ლოკომოტივს" შორის 15:30 საათზე დაიწყება. 

შეხვედრის დაწყებამდე გულშემატკივარს სხვადასხვა სახალისო აქტივობა და გათამაშება ელოდება, რომელიც 12:00 საათიდან დაიწყება.

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მისულ მაყურებელს გასართობი კუთხე, კვების ობიექტები, ეროვნული ნაკრების ფანშოპი დახვდება.

გასართობ სივრცეში შესაძლებელი იქნება სამახსოვრო ფოტოების გადაღება, ფეხბურთის თამაში და გათამაშებაში მონაწილეობის მიღება.

გათამაშდება ბურთები, ეროვნული ნაკრების მაისურები და სხვადასხვა პრიზები. ტერიტორიაზე აგრეთვე მოეწყობა ბავშვთა გასართობი კუთხე, სხვადასხვა სათამაშო სივრცით.

მატჩზე დასწრება თავისუფალია.

იხილეთ გრაფიკა მონახაზი დაგეგმილი აქტივობების შესახებ ⬇️
Print

სტატიის გამოყენების პირობები