ოქროს 3 და ბრინჯაოს 5 მედალი ფალავნებს ერგოთ - საქართველოს თასი
ბათუმში, 9-11 დეკემბერს, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს თასი გათამაშდა.

საქართველოს თასის გამარჯვებულები გახდნენ - თემურ ვანიშვილი (61 კგ), ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ), გენო პეტრიაშვილი (მძიმე).

გათამაშებაზე თავისუფალ ჭიდაობაში გორელმა ფალავნებმა 3 ოქროს და 5 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს, რაც გუნდური მაჩვენებლით ამ შეჯიბრების საუკეთესო შედეგი გახლავთ.

ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს - ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), გოდერძი ძებისაშვილმა (61 კგ), ამირან ვახტანგიშვილმა (65 კგ), კოტე ხაბალაშვილმა (70 კგ) და დავით ტლაშაძემ (74 კგ).

აღსანიშნავია რომ 8-დან 7 მედალოსანი ნუგზარ სხირელის სახელობის სკოლის წარმომადგენელია, ხოლო ერთი (ვახტანგიშვილი) შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლისა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები