ოჯახი რომელსაც შინდისში სახლი დაეწვა სოციალურად დაუცველია
სახლი, რომელიც დღეს შინდისში დაიწვა ბალიაშვილების სოციალურად დაუცველ ოჯახს ეკუთვნით.

როგორც, შინდისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ალექსი მთვარაძე Qartli.ge-ს განუცხადა, სახლი მხოლოდ შიგნიდან არის დამწვარი, რადგან სახანძრო-სამაშველო სამსახურმა რეაგირება დროულად მოახდინა.

,,ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სახლში რომელიც დაიწვა შუახნის ცოლ-ქმარი ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია. გამოდგება თუ არა სახლი საცხოვრებლად ჯერჯერობით უცნობია,"- განაცხადა ალექსი მთვარაძემ.

იხ.ამავე თემაზე: სოფელ შინდისში სახლი იწვის
Print

სტატიის გამოყენების პირობები