სოფელ ფლავის, ფლავისმანისა და ქვეშის გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
გორის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის ფლავის, ფლავისმანისა და ქვეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება.

გზის აღნიშნულ მონაკვეთს რამდენიმე წელია მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. დაზიანებული გზის საფარი გადადგილებისას პრობლემებს უქმნის როგორც მძღოლებს, ასავე ფეხით მოსიარულეებს.

გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და გზის მიერთებები.

პროექტის სატენდერო ღირებულება, რომელიც 1,5 კილომეტრი გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, 665 080 ლარია.

წინადადებების მიღების ვადა 26 - დან 31 იანვრამდე გრძელდება. ტენდერის პირობებიდან გამომდინარე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები