ხიდისთავის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
სოფელ ხიდისთავის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს.

ამის შესახებ მათ Qartli.ge-სთან იასაუბრეს.

მათი თქმით, სასმელი წყალი სოფელ ხიდისთავში ცოტა მოდის და ხშირად წყდება.

Qartli.ge-თან საუბრისას მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ბარჯაძემ განაცხადა, რომ წყლის რაოდენობა თებერვალში იკლებს და მოსახლეობას ამის გამო მიეწოდება მცირე რაოდენობის წყალი გრაფიკით.

,,ხიდისთავის მოსახლეობა წყალს სოფელ ატენიდან იღებს. იმის გამო, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე ნალექიანობა მცირდება, წყლის დონე იკლებს, ამ დროს გვიწევს რეზერვუარების გავსება. მხოლოდ ამ პერიოდში მიეწოდება მოსახლეობას გრაფიკით წყალი. დღის 12 სთ-დან 18 სთ-მდე წყალი მიეწოდება ქვედა ოხერას, ხოლო საღამოს 18 სთ-დან 00 სთ-მდე ზედა ოხერას. ღამე კი რეზერვებს ვავსებთ. მარტიდან სასმელ წყალს მოსახლეობა 24 საათიანი რეჟომით მიიღებს. პირადად შევხვდი მოსახლეობას, ვესაუბრე და ინფორმირებულები არიან გრაფიკის შესახებაც.“-განაცხადა გიორგი ბარჯაძემ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები