გორში ავარიის დროს დაშავებული მოზარდი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება
გორში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 20 წლის ახლგაზრდა ამ დრომდე გორის სამხედრო ჰოსპიტალში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

საავადმყოფოს პრეს-სამსახურის წარმომადგენლის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

,,ავარიის დროს დაშავებულ მამაკაცს თავის ტვინის არეში ჰქონდა დაზიანებები, ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პაციენტს უტარდება შესაბამისი გამოკვლევები.“-განაცხადა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, გორი-ტინისხიდის გზაზე ავარია გუშინ საღამოს მოხდა. მსუბუქი ავტომანქანები ჯერ ერთმანეთს, შემდეგ ერთ-ერთი მათგანი განათების ბოძს შეეჯახა.

დაშავებული ორი მოზარდიდან ერთ-ერთი მათგანის სიცოცხლის შენარჩუნება ექიმებმა ვეღარ შეძლეს.



იხ. ამავე თემაზე

გორი-ტინისხიდის გზაზე ავარია მოხდა

შსს: ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი გარდაიცვალა
Print

სტატიის გამოყენების პირობები