ოკუპანტებმა სოფელ კირბალიდან 17 წლის ბიჭი გაიტაცეს
გასულ ღამეს ოკუპანტებმა სოფელ კირბალიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს.

არსებული ინფორმაციით, გატაცებული 17 წლის ალეკო შიუკაშვილია.

მერის წარმომადგენელმა სოეფლ კირბალში დავით ცერცვაძემ Qartli ge-სთან საუბრისას გატაცების ფაქტი დაადასტურა.

,,ჩემი ინფორმაციით გატაცებული ახალგაზრდა ტყეში, სადაც საოკუპაციო ხაზია გავლებული შეშის მოსაპოვებლად იყო გადასული. ბიჭი სოცალურად დაუცველია.“-განაცხადა დავით ცერცვაძემ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები