გორში დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ
დღეს გორში 34 დევნილ ოჯახს კომბინატის დასახლებაში მდებარე ბინები გადასცეს.

ბინების გადაცემის ღონისძიებას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დაესწრო.

ეკატერინე ტიკარიძემ აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე კიდევ 2 500 ოჯახს გადაეცემათ საცხოვრებელი ბინები, 1 500 დევნილი ოჯახი კი იმ საცხოვრებელ ბინას დაიკანონებს, სადაც ამჟამად ცხოვრობენ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები