ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები სოფელ ქვემო არცევში არ შეუშვეს
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები სოფელ ქვემო არცევში არ შეუშვეს.

დავით ქაცარავა და მიშა ბალიაშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში ,,სოს ღილაკის“ პრეზენტაციის ჩასატარებლად მიდიოდნენ.

,,ჩვენ დავაფიქსირეთ მანქანები, რომლებსაც რუსული ნომრები აქვთ და ჩვენი პოლიცია თავისუფლად უშვებს იმ სოფლებში სადაც ჩვენ გვიკრძალავენ შესვლა.“- ამბობს დავით ქაცარავა.

„ანტიოკუპაციურმა მოძრაობამ“, საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცებისთვის ხელის შეშლის მიზნით, შექმნა SOS ღილაკი – მოწყობილობა/აპლიკაცია, რომელიც ე.წ. საზღვრისპირა მაცხოვრებლებს უნდა დაურიგდეს. საფრთხის შემთხვევაში, ისინი რთავენ მოწყობილობას და აჭერენ SOS ღილაკს, რის შემდეგაც, 5 წამის განმავლობაში, შეტყობინება მოწყობილობის მფლობელი პირის ადგილმდებარეობის შესახებ იგზავნება სამ წინასწარ მითითებულ ნომერზე. SOS ღილაკის გამოსაყენებლად საჭიროა მასში SIM ბარათის ჩადება, რომელზეც, მინიმუმ, 40 მეგაბაიტი მობილური ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი. აპლიკაცია, რომელსაც მოწყობილობა უკავშირდება და რომლიდანაც მისი მართვაც ხდება, „ანტიოკუპაციური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა – გიორგი რუხაძემ შექმნა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები