სამინისტრო დევნილთათვის ფართების განაწილების მექანიზმს შეცვლის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მთავარ თემას, საცხოვრებელი ფართების განაწილების მექანიზმების დახვეწა წარმოადგენდა.

საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში სახალხო დამცველის აპარატისა და იმ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ.

შეხვედრაზე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინადადებები და რეკომენდაციები მოისმინეს.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სააგენტო ყოველთვის ღიაა მსგავსი შეხვედრებისთვის და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება როგორც თავად დევნილთა, ისე პარტნიორი ორგანიზაციების მოსაზრებები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები