გორის ჰოსპიტლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 7 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა
გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 7 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა.

24 მარტის მდგომარეობით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში 53 პაციენტი იმყოფება, აქედან 33 სამხედრო მოსამსახურეა და 20 სამოქალაქო პირი, მათ შორის, ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე. რაც შეეხება კორონა ვირუსით ინფიცირებულ ორ პირს, რომელიც 21 მარტიდან ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება, ორივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში დღემდე კორონავირუსი 66 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 9 გამოჯანმრთელდა, 3 ათასზე მეტი პირი კარანტინშია მოთავსებული, 230-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 23 მარტს კი ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამ რეგიონში მცხოვრებ ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსის დადგენამდე კი მას ათეულობით ადამიანთან ჰქონდა შეხება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები