26 მარტს გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ქუჩას და სოფელს გაზმომარაგება შეუწყდება
გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 26 მარტის 10:00 საათიდან 26 მარტის 18:00 საათამდე გორის მუნიციპალიტეტში გრამდენიმე ქუჩას და სოფელს გაზმომარაგება შეუწყდება.

,,სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, გაზმომარაგება შეუწყდება სოფელ ხიდისთავის, 9 აპრილის, აბაშიძის, ამილახვრის, ატენის, ბარნოვის, გაბაშვილის, გორიჯვრის, გორკის, ფერაძის, გურამიშვილის, ამილახვრის, ელექტროფიკაციის, ელსადგურის, ვაჩნაძის, თამარ მეფის, თრიალეთის, კავსაძის, ხუბულურის, კეცხოველის, ლესელიძის, მამარდაშვილის, მარაბდელის, მიჩურინის, ჯავახიშვილის, ნავთსადენის, რობაქიძის, რუსთაველის, სამადაშვილის, სამეფოს, სკვერის, სტალინის უფლისციხის, ფურცელაძის, ქარხნის, ჩოლოყაშვილის, ცაბაძის, ზუბალაშვილების, რომელაშვილების, ჭავჭავაძის, ხაშურის, ხუბულურის და ჯაფარიძის ქუჩის აბონენტებს.

აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.


Print

სტატიის გამოყენების პირობები