,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარებს და ხელთათმანებს დაარიგებენ
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარებს და ხელთათმანებს უფასოდ დაარიგებენ.

ამის შესახებ, ენმ-ის საქართველოს პარლამენტის წევრი ბადრი ბასიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაწყებული აქციის გაგრძელებაა .

,,ხვალ 12 საათზე გორის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გარსევანიშვილის N1, დაიწყება სამედიცინო პირბადეების, ანტიბაქტერიული ხსნარის და ხელთათმანების დარიგება. აღნიშნული ღონისძიება გაგრძელებაა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაწყებული აქციის. გისურვებთ ჯანმრთელობას.''- ამბობს ,,ენმს" წევრი ბადრი ბასიშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები