გორის ჰოსპიტლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 4 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა
გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 4 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა.

28 მარტის მდგომარეობით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში 65 პაციენტი იმყოფება, აქედან 52 სამხედრო მოსამსახურეა და 13 სამოქალაქო პირი. რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ სამ პირს, რომელებიც ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში გადიან მკურნალობას, სამივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

2020 წლის 28 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 85, მათ შორის გამოჯანმრთელებულია
– 14, კარანტინის რეჟიმშია – 4641 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 239 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 23 მარტს კი ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამ რეგიონში მცხოვრებ ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსის დადგენამდე კი მას ათეულობით ადამიანთან ჰქონდა შეხება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები