ცხინვალის რეგიონში მძიმე ვითარებაა - ქეთევან ციხელაშვილი
სახელმწფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში მძიმე ვითარებაა, რადგან იქ ,,წითელი ჯვრის“ გარდა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს წვდომა არ აქვსთ.

,,ცხინვალის რეგიონში მდგომარეობა კრიტიკული და მძიმეა. გარდა "წითელი ჯვრისა", იქ წვდომა არ აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჩვენ ვცდილობთ მათი მეშვეობით გადავდგათ ნაბიჯები, რომ მოსახლეობას მდგომარეობა შევუმსუბუქოთ," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

ამასთან, ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის რეგიონში არსებულ მაღალ რისკებზე საუბრობს. მისი განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში ფსოუს მონაკვეთიდან რეგიონში უკონტროლო შემოდინება ხდებოდა, რის გამოც ვითარება ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია.

,,50 წლამდე ქალბატონი სოფელ საბერიოდან, რომელსაც აღენიშნებოდა მაღალი ცხელება და აქვს მოგზაურობის ისტორია რუსეთის ფედერაციაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა, ცხელება გრძელდება და ის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობას დაეხმაროს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები