ხაშურში სოფელი ხიდისყური (გომი) კარანტინში მოაქციეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდისყური (გომის თემში შემავალი სოფელი), სადაც გუშინ კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა, ჩაკეტილია. იქ შესვლა-გამოსვლა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც კი აკრძალულია.

ჯერ არ არის ცნობილი ოჯახის სხვა წევრების დიაგნოზი, თუმცა ისინი კარანტინში უკვე გადაიყვანეს.

როგორც ადგილზე ყვებიან, თვითიზოლაციის მითითება მიეცა პაციენტის მეზობელ 5 სულიან ოჯახსაც, რომელიც დაავადებულთან ახლო კონტაქტში იყო.

ამ დრომდე დაკეტილია ის ქსელური მაღაზიაც, რომელშიც ცნობილია დაავადებული ქალი ხშირად დადიოდა.

იხ. ამავე თემაზე: ქალს რომელიც სოფელ ხიდისყურიდან თბილისში საეჭვო სიმპტომებით გადაიყვანეს კორონავირუსი დაუდასტურდა




Print

სტატიის გამოყენების პირობები