ჩრდილოეთ ოსეთში COVID 19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 94-ს მიაღწია
ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 94-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ოსური მედია იუწყება.

არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, გაძლიერდა საკარანტინო ზომები და არასამუშაო დღეები თვის ბოლომდე გახანგრძლივდა.

,,ჯამში რესპუბლიკაში 1 008 ადამიანი რჩება იზოლაციაში და სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ, 1618 ადამიანმა დატოვა საკარანტინო დაწესებულებები",- აღნიშნულია სანიტარული სამსახურის განცხადებაში.

რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსისგან 5 ადამიანი განიკურნა.

რაც შეეხება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთს, ამავე მედიიასაშუალების ცნობით, კორონავირუსის ფაქტი დღემდე არ გამოვლენილა, რადგან მათი აზრით ე.წ. რესპუბლიკის მთავრობამ ყველა საჭირო ღონისძიება დროულად გაატარა ვირუსის თავიდან ასაცილებლად.

აქაც ისევე როგორც ჩრდილოეთ ოსეთში გამკაცრებული ზომები, 30 აპრილამდე გრძელდება. 1 მაისამდე მოქმედებს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის კვეთის შეზღუდვები.

რუსეთის ფედერაციაში 36,793 დადასტურებული შემთხვევიდან 313 გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 2,590 ადამიანი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები