გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგების მეოთხე ეტაპი დასრულდა
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგების მეოთხე ეტაპი დასრულდა.

არამალფუჭებადი პროდუქტების პაკეტი მუნიციპალიტეტის 62 ბაღის 6000-მა აღსაზრდელმა მიიღო.

დღემდე პროდუქტი 3 ეტაპად დარიგდა. პირველ ეტაპზე კვების პროდუქტი 900-მა სოციალურად დაუცველმა აღსაზრდელმა მიიღო, მომდევნო ეტაპებზე კი პროდუქტი ყველა აღსაზრდელისთვის გაიცა.

,,პროცესი სანიტარული ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით განხორციელდა.”,- აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, 16 მარტიდან აღარ განახლებულა, რის გამოც გორის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტი აღსაზრდელების მშობლებისთვის გადაეცა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები