შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 მაისის მონაცემებით, ბოლო
24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის
საათის დარღვევის 107 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
შსს-ს ცნობითვე, 4 მაისის 21 საათიდან 5 მაისის დილის 6 საათამდე,
კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 86
მოქალაქე დააჯარიმეს. ამას გარდა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი
პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის
დაუცველობის გამო 16 მოქალაქე დააჯარიმა.
“პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს
თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი
მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი
გამოვლინდა.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით
გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 4 პირი დააჯარიმეს,” –
აცხადებენ შსს-ში.
ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000
ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
სტატიის გამოყენების პირობები