კორონავირუსისგან საქართველოში კიდევ 29 ადამიანი განიკურნა
6 მაისის დილის მონაცემებით, კორონავირუსისგან საქართველოში კიდევ 29 ადამიანი განიკურნა, ინფიცირებულთა
რიცხვი კი 610-მდე გაიზარდა.

მონაცემები stopcov.ge-ზე ამ რამოდენიმე წუთას განახლდა.

ჯამში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 269-ს შეადგენს.

გარდაცვლილია 9 ადამიანი. კარანტინში იმყოფება 5083, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 505 ადამიანი რჩება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები